გიგა ბოკერია პრემიერს - მინდა გითხრათ, რომ მარტო მორალში არა, გონებრივ შესაძლებლობებშიც განსხვავებაა ჩვენს შორის

მინდა გითხრათ, რომ მარტო მორალში არა, გონებრივ შესაძლებლობებშიც განსხვავებაა ჩვენს შორის, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში, წლიური ანგარიშის შემდგომ დამაზუსტებელი შეკითხვის დასმისას.

„ბატონო გიორგი, გავხსენით ფრენებიო და ახლა ფინანსთა მინისტრის კომენტარია, რომ არ გვიღირს და იმიტომ არ ვხსნითო. დაგვცინით ყველას თუ რა ხდება, ვერ გავიგე. ხალხს არ სჭირდება ფრენა? ტურიზმს, ეკონომიკის ამოქაჩვა? მართლა ასე ფეხებზე უნდა გეკიდოთ? თუ სისულელე თქვა ეკონომიკის მინისტრმა და ადმინისტრაციის უფროსმა, მაშინ გვითხარით. თუ თქვენ გვატყუებდით ახლა?

გადასახადებს რაც შეეხება, საშემოსავლოს ხალხს შეუმცირებთ? თუ ეგ საშემოსავლო ხალხისთვის ტვირთი არ არის? და ბოლოს გავრილოვზე. ერთხელ მაინც გვითხარით, დაფიცებული გაქვთ ხატზე? თუ რატომ არ შეგიძლიათ თქვათ, რომ ხვალ საქართველოს მტერს ქვეყანაში არ შემოუშვებთ. რაც შეეხება მორალს, 20 ივნისის ამბებზე შემდეგ გამოსვლაში მოგახსენებთ და ჩვენთვის ბოდიშის მოხდას გაიძულებთ. ისე მინდა გითხრათ, რომ მარტო მორალში არა, გონებრივ შესაძლებლობებშიც განსხვავებაა ჩვენს შორის“,-მიმართა ბოკერიამ პრემიერს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა