ოთარ კახიძე პრემიერს - ხომ არ გეშლებათ პოლიტიკური გუნდი სპეკულაციებზე რომ ლაპარაკობთ?!

ბატონო გიორგი, აქ, შევატყვე, რომ მორალის კითხვა დაიწყეთ, პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ტრაგედიების გამოყენებაზე. ხომ არ გეშლებათ პოლიტიკური გუნდი ამ სპეკულაციებზე რომ ლაპარაკობთ?! , - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

ამასთანავე, ოთარ კახიძემ იკითხა, როგორ უნდა გამოიყენონ მაკო გომურის სახელი მაშინ, როდესაც მას 5 თვის განმავლობაში დაზარალებულის სტატუსს არ აძლევდნენ, ახლა საქმის მასალებს სრულად არ აცნობენ და დამნაშავე დაკავებული არ არის.

„ბატონო გიორგი, აქ შევატყვე, რომ მორალის კითხვა დაიწყეთ, პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ტრაგედიების გამოყენებაზე და ღარიბაშვილი 10 თვის ბავშვის ტრაგიკულად გარდაცვალებას ჩვენ რომ გვაბრალებდა, ხელისუფლებაში რომ ვიყავით, ეს არის მათი ხელწერა და სახეო, გახსოვთ ეგ განცხადება? ქალბატონი წულუკიანის წარდგენილი, თქვენი ერთ-ერთი საამაყო მთავარი პროკურორი რომ ამბობდა, ამ ტრაგედიებმა თანამდებობები მოგვიტანაო, ეგ განცხადება თუ გახსოვთ? გვარებია ჩამოთვლილი, პირდაპირ, გარდაცვლილი ადამიანების. ხომ არ გეშლებათ პოლიტიკური გუნდი ამ სპეკულაციებზე რომ ლაპარაკობთ? მაკო გომურის სახელს არ ვიყენებთო და როგორ უნდა გამოიყენოთ მაკო გომურის სახელი, უკაცრავად, 5 თვე დაზარალებულის სტატუსს არ აძლევდით, ახლა საქმის მასალებს არ აცნობენ სრულად და დღემდე არ დაგიდგენიათ თვალი ვინ გამოთხარა, თქვენ უნდა გამოიყენოთ მისი სახელი ? დააკავეთ დამნაშავე და დამთავრდება ეს ლაპარაკი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს