გიორგი გახარია ოპოზიციას - გაუფრთხილდით თავს ცოტა!

ინსტინქტებით მართული ხდებით და ამ ინსტინქტებს ისტერიკამდე მიყავხართ და გაუფრთხილდით თავს ცოტა, კაცო, - ასე მიმართა სიტყვით გამოსვლის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო ოპოზიციას. პრემიერმა ოპოზიციას “ვარჯიშისკენ” მოუწოდა.

“პრობლემა რა არის, იცით? კითხვის ნორმალურად დასმა უნდა ისწავლოთ და ცოტა ემოციები უნდა მოთოკოთ. პრობლემა არ არის, აგერ ვარ, გეუბნებით. ხალხი კინაღამ შარვლებიდან ამოხტა, ნერვიულობდნენ. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ოპოზიცია ინსტინქტებით მართული ხდებით და ამ ინსტინქტებს ისტერიკამდე მიყავხართ და გაუფრთხილდით თავს ცოტა, კაცო. ვზრუნავ მე თქვენზე, მართლა გეუბნებით. ეფექტური ოპოზიცია და ოპონირება ჩვენ ძალიან გვჭირდება, მაგრამ ისტერიკა - არა. გვჭირდება ნორმალური, არაინსტინქტებით, ობიექტურად და გონივრულად მართული, ასე კი არა ყვირილით - „მატყუარა“. თქვენ გგონიათ მაგით შეურაცხყოფას მომაყენებთ? ივარჯიშეთ, ივარჯიშეთ”, - მიმართა პრემიერმა ოპოზიციას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო