გედევან ფოფხაძე პრემიერს - დაამთავრეთ "ქართული ოცნება", დამთავრდით როგორც ხელისუფლება და ეს იქნება წინაპირობა, რომ დამთავრდეს "ნაციონალური მოძრაობა"

პირდაპირ მოვუწოდებ პრემიერს - დაამთავრეთ "ქართული ოცნება" და ეს იქნება წინაპირობა იმის, რომ დამთავრდეს "ნაციონალური მოძრაობა”, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ პარლამენტში განაცხადა.

“მე მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაში გვაქვს ძალიან მარტივი გადაწყვეტილებები მისაღები. "ნაციონალური მოძრაობა" რომ დამთავრდეს, ამისთვის უნდა დამთავრდეს "ქართული ოცნება" და ბატონ გახარიას თუ უნდა, რომ ეს გააკეთოს, რომ დაამთავროს "ნაციონალური მოძრაობა", მე პირდაპირ მოვუწოდებ პრემიერს - დაამთავრეთ "ქართული ოცნება", დამთავრდით როგორც ხელისუფლება და ეს იქნება წინაპირობა იმის, რომ დამთავრდეს "ნაციონალური მოძრაობა”, - განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” უფრო მეტი “ნაციონალური მოძრაობა” გახდა, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობაა”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა