ლევან გოგიჩაიშვილი პრემიერს - სავარაუდოდ, პირველი ოქტომბრის მერე ჩამოხვედით ქვეყანაში და კარიერის მაძიებელთა რიგში ჩადექით

სავარაუდოდ, პირველი ოქტომბრის მერე ჩამოხვედით ქვეყანაში და კარიერის მაძიებელთა რიგში ჩადექით,- ასე მიმართა ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. როგორც მან აღნიშნა, გიორგი გახარიას რომ ქვეყანაში არსებული ვითარება აღელვებდეს, ის 2004 წლიდან იქნებოდა საქართველოში.

„მე მესმის თქვენი ბატონო გიორგი - არ გტკივათ ეს ამბები, არც ის გალახული ბავშვები გტკივათ, რასაც ამათი სისტემა აკეთებდა 2012 წლამდე, არც შევარდნილი სპეცნაზი პენიტენციალურ სისტემაში არ გტკივათ, რადგან რომ გტკენოდათ, მაშინ ჩამოხვიდოდით და ამ ქვეყანაში იქნებოდით 2004 წლიდან 2011 წლის ოქტომბრამდე და ჩვენთან ერთად იბრძოლებდით იმ რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ თქვენ ჩამოხვედით სავარაუდოდ, პირველი ოქტომბრის მერე, სავარაუდოდ, როგორც ინფორმაცია იძებნება თქვენზე და ჩადექით კარიერის მაძიებლების რიგში. განცდა როცა არ გაქვს ადამიანს არაფრის, შესაბამისად, პასუხსაც ვერ მოგთხოვთ, ლონდა თოლორაიაზე რომ მეუბნებით, მაგარი იურისტი არისო, მაგარმა კანონების მცოდნემ ჯვარს აცვა ჩვენი არასრულწლოვნები ამ პერიოდში. როცა კითხვას გისვამთ თქვენს მოადგილეებზე, არ გერიდებათ, პირველ მოადგილედ დანიშნეთ ადამიანი, რომელიც ტყვიას გვესროდა. კაცი, რომელიც მზად იყო წასულიყო და თვითონ ესროლა კრიალაშვილისთვის და ამირიძისთვის, მეორე მოადგილედ დანიშნეთ. არ გტკივათ ეს ყველაფერი და რას ომახიანობთ აქ, რას იბრძვით და რას იბუქებით? ვინ გაანადგურეთ? როდის დამთავრდა, დღემდე არის “ნაციონალური მოძრაობა” ამ ქვეყნის დღის წესრიგში, იმიტომ რომ შეინარჩუნეთ, თქვენთან არის “ნაციონალური მოძრაობა”, უმეტესობას მთავრობაში, მანდ რომ სხედხართ, შეიძლება ხმა ჰქონდეს მიცემული პირველ ოქტომბერს სააკაშვილისთვის და ბევრი ადამიანია უმრავლესობაში, ვისაც ხმა აქვს მიცემული სააკაშვილისთვის“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს