დიდ ბრიტანეთში, შესაძლოა, სანაპიროები დაიხუროს

დიდ ბრიტანეთში, შესაძლოა, სანაპიროები დაიხუროს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, თუ მოქალაქეები ერთმანეთისგან სოციალურ დისტანციას არ დაიცავენ და სანაპიროზე მასობრივი შეკრებები დაფიქსირდება, მაშინ მთავრობა იძულებული გახდება, სანაპიროზე გასვლა აკრძალოს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ბრიტანეთის რამდენიმე სანაპიროზე ათასობით ადამიანი გავიდა, რა დროსაც მათ შორის დისტანცია დაცული არ იყო.

ბოლო მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 307 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 43 230 ადამიანი ემსხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა