ლევან კობერიძე პრემიერს - ეკონომიკა ზუსტი მეცნიერებააო - ძალიან გთხოვთ, ოქსფორდის და კემბრიჯის პროფესორები რომ დაიქირავეთ, მათ არ გაუმხილოთ ეგ ამბავი, უხერხული იქნება

ეკონომიკა ზუსტი მეცნიერებააო - ძალიან გთხოვთ, ის ოქსფორდის და კემბრიჯის პროფესორები რომ დაიქირავეთ, მაგათ არ გაუმხილოთ ეგ ამბავი, უხერხული იქნება , - ასე მიმართა ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან კობერიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი კონკრეტულ საკითხებზე დასმულ კითხვებს ვერ პასუხობს. კობერიძე ამბობს, რომ მან ვერ მოისმინა პასუხი ბიუჯეტიდან მოპარულ 150 მილიონზე.

„ასე ჯიგრულად, რაღაცნაირად ხდება ის, რომ 150 მილიონი ბიუჯეტიდან პოლიტიკური, ელიტარული კორუფციის გზით ქრება და მერე არავინ ამას არ აბრუნებს. ამიტომ რადგან კონკრეტულს ვერ პასუხობთ, ზოგად თემებს შევეხები: ეკონომიკა ზუსტი მეცნიერებააო, ძალიან გთხოვთ იმ ოქსფორდის და კემბრიჯის პროფესორები რომ დაიქირავეთ, მაგათ არ გაუმხილოთ ეგ ამბავი, უხერხული იქნება , უარი არ გითხრან შეკვეთაზე, ჩავთვალოთ, რომ უბრალოდ სხვა რამის თქმა გინდოდათ და არ გამოგივიდათ სწორად.

კითხვა მაქვს, რა ქვეყანას აშენებთ? მაშინ, როცა კითხვა ისმის თქვენ პრემიერ-მინისტრი იქნებით თუ არა "ქართული ოცნების" ნომერ პირველი საარჩევნო სიაში, ეს უკვე არის მგონი, ამ ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა, ასეთი ქვეყანა ნანახი გვაქვს ჩვენ, როცა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა იყო და პარტია იყო მთავარი და მერე პარლამენტი, მთავრობა იყო ანტურაჟი. ჩემთვის წარმოუდგენელია თქვენივე გუნდის წევრები, რომ გამართულად ვერ პასუხობენ ამ კითხვას, თქვენ პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ყველაზე მეტი ნდობა უნდა ჰქონდეს რეალურად, იქნებით თუ არა ამ არჩევნებში სიის პირველი ნომერი, ანუ ასეთ ქვეყანაში ვიცხოვრეთ უკვე საბჭოთა კავშირის დროს, აღარ გვინდა ასეთი ქვეყანა და აქეთ მიაქანებთ, როგორც ვხედავ, ასე იღებთ გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა კობერიძემ.

მან ასევე პრემიერ-მინისტრს მოუწოდა დაინტერესდეს, რა ხდება ჯანდაცვის სამინისტროში.

„არის ერთი კარგი გამოთქმა - ზედმეტი ზრუნვა არის ძალადობა. თქვენ რომ თქვით ზრუნვის სამინისტროაო , მგონი ძალადობის სამინისტროში გადადის ეს ყველაფერი, ძალიან გთხოვთ კარგად დაფიქრდეთ, რა ხდება ჯანდაცვის სამინისტროში. მინისტრი, რომელიც არ მოვიდა კომიტეტზე, გუშინ ვითომ დახურულ შეხვედრაზე მოვიდა დიმიტრი ხუნდაძესთან იმისთვის, რომ უბრალოდ კამერებს დაეფიქსირებინა, რომ უბრალოდ პარლამენტის შენობაში იმყოფება " , - განაცხადა კობერიძემ.

ზაზა ფირალიშვილი - არ ჩანს დიდი იდეა, არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას
თორნიკე ჯანაშვილი - “რეფორმერი" პოლიტიკაში მოდის
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ