სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი გამოკითხა

თბილისის პოლიციის სამმართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა, ბაქარ შიოშვილმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი გამოკითხა, რომელიც პოლიციას ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, გამოძიება დაწყებულია და საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება არასრულწლოვნის მიერ დასახელებული გარემოებების შესასწავლად.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს მედიასაშუალებებით ადვოკატის მიერ გაჟღერდა ინფორმაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის განხორციელების თაობაზე. აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება სსკ-ს 335-ე და 335-ე მუხლებით, რაც გულისხმობს უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ასევე ჩვენების მიცემის იძულებას. დღეს ადვოკატისა და კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით, ასევე ფსიქოლოგის მონაწილეობით, გამოიკითხა არასრულწლოვანი, რომელმაც მიაწოდა გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელოვანი დეტალები და შემდგომში განხორციელდება სხვა შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები, რის თაობაზეც გაკეთდება შესაბამისი განცხადებები. გიდასტურებთ, რომ გამოძიება დაწყებულია და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება არასრულწლოვნის მიერ დასახელებული გარემოებების შესასწავლად. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შინაარსისა და დეტალების შესახებ ამ ეტაპზე, ვერ მოგაწვდით ინფორმაციას”, - განაცხადა გამომძიებელმა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა არასრულწლოვნმა განაცხადა, რომ მასზე მცხეთა -მთიანეთის პოლიციის სამმართველოში სამართალდამცავმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ხულიგნობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას. დაკავებულებს შორის არიან: ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე, თენგო ბარბაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, ირაკლი მუმლაძე, ნიკა ჟვანია, ირაკლი წაქაძე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს