სალომე სამადაშვილი პრემიერს - დიახ, გაგაგდებთ მაგ სკამიდან, ოღონდ აქ შემოვარდნით კი არა, არჩევნებზე, ოქტომბერში რომ მოვა

გათეთრებული რომ მიყურებდით აქ, კიბეებზე, როცა გეუბნებოდით გადადექით-თქო, თქვენ გგონიათ ის ხალხი, აქ რომ აღარ დგანან, სადმე წავიდა? დიახ, გაგაგდებთ მაგ სკამიდან, ოღონდ აქ შემოვარდნით კი არა, არჩევნებზე, ოქტომბერში რომ მოვა,- ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი პრემიერ-მინისტრს პალამენტის პლენარულ სესიაზე. მისი თქმით, ხალხს ძალიან მყარი არჩევანი აქვს გაკეთებული და ეს ოქტომბერში გამოჩნდება.

„აქ ბევრი საკითხი იყო კიდევ დაფიქსირებული, მაგრამ ბატონო გახარია, აქ გათეთრებული რომ მიყურებდით კიბეებზე, როცა გეუბნებოდით გადადექით- თქო, თქვენ გგონიათ ის ხალხი, აქ რომ აღარ დგანან სადმე წავიდნენ? ამ რიგს რომ უყურებთ, მხოლოდ ამ რიგის უკან, სადაც მე და ბატონი რომანი ვსხედვართ, უკანასკნელი არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ 800 000 მოქალაქე დგას და სხვა ოპოზიციას თუ ჩავთვლით, კიდევ მეტი. ამ ხალხს ძალიან მყარი არჩევანი აქვს გაკეთებული, არ უნდა თქვენს მეორე სამშობლოს გუბერნიად ყოფნა, ამიტომ დიახ, გაგადებთ მაგ სკამიდან, ოღონდ აქ შემოვარდნით კი არა, არჩევნებზე, ოქტომბერში რომ მოვა”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, მანამდე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 20 ივნისს სალომე სამადაშვილი მას გაქცევას ურჩევდა. “ 20 ივნისს ამ შენობაში სალომე სამადაშვილი მემუქრებოდა: „გაიქეცი, თორემ ის ხალხი შემოვარდება და გაგაგდებენო“,- განაცხადა პრემიერმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო