ნათია თურნავა - ბევრი რამ გაკეთდა ქვეყანაში იმისთვის, რომ კორუფცია მინიმუმამდე იყოს დაყვანილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოს კვლევა შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორუფციის დონე მინიმუმამდეა დაყვანილი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.

"ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ქვეყანაში იმისთვის, რომ კორუფცია მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი შეუპოვარი ბრძოლა კორუფციასთან. თუკი სადმე რაიმე ფაქტი ჩნდება, ჩვენი სამართალდამცავი უწყებები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან. ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი, კიდევ უფრო მეტი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ კორუფციის პრევენცია მომხდარიყო საკანონმდებლო დონეზე. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, თანაბარი პირობები იყოს კანონმდებლობაში, ნებისმიერი ინვესტორის მიმართ, იმისთვის, რომ ბიუროკრატია შემცირდეს. პრემიერმაც ისაუბრა იმაზე, რომ ერთიანი ფრონტოფისი გვინდა გავაკეთოთ სახელმწიფოს ყველა სერვისისთვის, რომ სახელმწიფო მოხელესა და ბიზნესს შორის ფიზიკური კონტაქტი მაქსიმალურად შევამციროთ. კოვიდინფექცია უდიდესი გამოწვევა და თავსატეხია, მაგრამ გარკვეულწილად წაგვადგა იმაში, რომ უფრო მეტად "დიჯიტალიზირებული" და ელექტრონულები გავხდით", -განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევის თანახმად, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტების უმრავლესობა სათანადოდ ვერ ასრულებს მათ ფუნქციებს დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფისა და კორუფციის პრევენციის მხრივ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს