აშშ-ის თავდაცვის აქტის შესწორების მიხედვით, საქართველოსთან თანამშრომლობა იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ ქვეყანა პირობებს დაიცავს

აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტის შესწორების მიხედვით საქართველოსთან თანამშრომლობა იმ შემთხვევაში გაგრძელდება თუ ქვეყანა პირობებს დაიცავს. ცვლილება სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯეიმს რიშს ეკუთვნის.

რიშის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა, თუმცა გიორგი რურუა კვლავ საპატიმროში რჩება.

"აშშ-ის სენატი კვლავ გამოხატავს სურვილს, გაგრძელდეს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მმართველობის და ეკონომიკის რეფორმებზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის სენატი საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, უარი თქვან ძალაუფლების ცდუნებაზე და პროცესები უფრო გამჭვირვალე გახადონ, რაც მოსამართლეების დანიშვნის წესსა და მოსამართლეების მმართველი პოლიტიკური პარტისადმი ლოიალურობასაც გულისხმობს.

აშშ-ის სენატი კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საქართველოს მთავრობას ხელი შეუწყოს 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო