ირაკლი კობახიძე - ორი ფილმი გამახსენა დღევანდელმა გამოსვლამ, "ფეოლა" და "სერენადა", ოპოზიცია ძალიან ჰგავს ამ ცნობილი ქართული ფილმის გმირს, რომელსაც ყოველ ჯერზე ცემენ და ძალიან უხარია

ორი ფილმი გამახსენა დღევანდელმა გამოსვლამ - “ფეოლა" და "სერენადა", ოპოზიცია ძალიან ჰგავს ამ ცნობილი ქართული ფილმის გმირს, რომელსაც ყოველ ჯერზე ცემენ და ძალიან უხარია ეს ცემა , - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის გამოსვლა “ნამდვილი მასტერკლასი” იყო.

“რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გამოსვლას, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს იყო ნამდვილი მასტერკლასი და კიდევ ერთი ნოკაუტი და ნოკდაუნი ამ კრიმინალური ოპოზიციისთვის და მთლიანად ოპოზიციისთვის. მე ორი ფილმი გამახსენა დღევანდელმა გამოსვლამ, ერთი - "ფეოლა", "მოვიგეთ ფეოლა. გაგიჭირდებოდათ" და მეორე - "სერენადა", ოპოზიცია ძალიან ჰგავს ამ ცნობილი ქართული ფილმის გმირს, რომელსაც ყოველ ჯერზე ცემენ და ძალიან უხარია ეს ცემა, მაზოხიზმში აქვთ უკვე გადასული მათ ის გაუგებარი ქმედებები, რომლებსაც ახორციელებენ პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ”, - განაცხადა კობახიძემ.

მან ოპოზიციონერ დეპუტატებს “უნიჭო” და “ამორალური” უწოდა და განაცხადა, რომ მათ არც არაფერი აქვთ სათქმელი. გარდა ამისა, კობახიძემ პრემიერს მადლობა გადაუხადა “უსაგნო საუბრის” ნაცვლად “საქმეზე” ლაპარაკისთვის, რაც, მისივე თქმით, ასეთი ოპოზიციის პირობებში ძალიან რთულია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს