პარლამენტის საგაზაფხულო სესია საქართველოს ეროვნული ჰიმნით დაიხურა

პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მუშაობა დაასრულა. რეგლამენტის შესაბამისად, დღეს, ივნისის ბოლო პარასკევს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა.

პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც პრემიერ-მინისტრმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა, საქართველოს ჰიმნი შესრულდა.

აღსანიშნავია, რომ საგაზაფხულო სესიის დახურვის მიუხედავად, უახლოესი პერიოდის განმავლობაში პარლამენტი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მუშაობას განაგრძობს. კერძოდ, 29 ივნისს, რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან.

საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას დაიწყებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს