რომან გოცირიძე „ოცნებას“- როგორც ვატყობ, გაიზიარებთ „მოქკავშირის“ ბედს,  ხელისუფლებაში არაფერი იყავით და ოპოზიციაში რისი მაქნისები ხართ

თურმე, არსებობს რადიკალური ოპოზიცია და არარადიკალური ოპოზიცია ანუ ნამდვილი ოპოზიცია და ჯიბის ოპოზიცია. ნუ გაყოფთ ასე შუაში, დღეს საქართველოში არის „ყველა ერთის წინააღმდეგ“ , - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა. მისივე თქმით, "ქართული ოცნება" „მოქალაქეთა კავშირის“ ბედს გაიზიარებს.

"რაღაც ახალი მესიჯბოქსით გამოდის "ქართული ოცნების" ეს საპარლამენტო ლიდერობა. გუშინ და გუშინწინ მოვისმინეთ ფეიკნიუსების ირგვლივ შეთანხმებული გამოსვლები. ახლა აგერ ბატონი კობახიძე უკვე, ბოლო კვირებია გვიწოდებს „რადიკალურ ოპოზიციას“. თურმე, არსებობს რადიკალური ოპოზიცია და არარადიკალური ოპოზიცია, ანუ ნამდვილი ოპოზიცია და ჯიბის ოპოზიცია. ნუ გაყოფთ ასე შუაში, დღეს საქართველოში არის „ყველა ერთის წინააღმდეგ“. ეს არის ის ლოზუნგი, რომლის ირგვლივ ყველა პარტია, გინდ რადიკალური ეძახეთ, გინდ არარადიკალური, 30 პარტია გაერთიანებულია "ლეიბორისტული პარტიის" ოფისთან ერთი მიზნით, რომ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები და არჩევნების გზით გაგისტუმროთ ოპოზიციაში, თუკი ამის უნარი შეგწევთ. მაგრამ, როგორც ვატყობ, გაიზიარებთ „მოქალაქეთა კავშირის“ ბედს. ხელისუფლებაში არაფერი იყავით და ოპოზიციაში რისი მაქნისები ხართ. ბატონო ირაკლი, ძალიან კარგად მახსოვს მე ამ სიტყვების წარმოშობის ისტორია, ძალიან კარგად. ეროვნული მოძრაობის პერიოდში, როცა საბჭოთა კავშირი ინგრეოდა და მე როცა ამ პროცესის ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი, ცეკას ჰქონდა ასეთი ლოზუნგი, რადიკალური ოპოზიცია, არარადიკალური ოპოზიცია. იმ ტერმინებით საუბრობთ, რომელსაც საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის იდეოლოგები ოპოზიციაში განხეთქილების მიზნით ნერგავდნენ. ვერანაირ განხეთქილებას ვერ მოახდენთ თქვენ საქართველოს ოპოზიციურ ფლანგში! თქვენ ხართ ერთი და ქართველი ხალხი არის ყველა. აი ეს არის დღევანდელი ლოზუნგი, „ყველა ერთის წინააღმდეგ“, რომელიც აქ იშვა, გავრილოვის ღამის შემდეგ ანტისაოკუპაციო მოძრაობის პროცესში, სწორედ ამ ლოზუნგით დაგამარცხებთ თქვენ, რადგან თქვენ ხართ ეული და ერთადერთი", - განაცხადა გოცირიძემ.

მან პრემიერ-მინისტრს მიმართა და აღნიშნა, რომ მისი მოსვლა პარლამენტში გავრილოვის ღამის წლისთავზე არის სიმბოლური. "სიბოლურია ისიც, რომ დღეს აშშ-ის სენტაში დარეგისტრირდა სამხედრო თანამშრომლობის აქტში სპეციალური ცვლილება. სენატორმა რიშმა დაწერა, რომ საქართველოში არის პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუა. მოგიწევთ რურუას გამოშვება ისე, როგორც დაგიბარებიათ. 8 წელია ხელისუფლებაში ხართ, თუ დამნაშავეა, დამნაშავეს აფარებთ ხელს? ახლა გახდა გიორგი რურუა თქვენთვის დასაცინი ჟორიკა. ქალბატონო თეა, გიორგი ხანდახან მოიხსენიება მოფერებით, როგორც ჟორიკა. თქვენ დასცინეთ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, გვერდით გიზით ბატონი ჟორიკა, აგერ რამდენი ჟორიკები სხედან დარბაზში. მაგრამ თქვენ ახლა ბედნიერი ხართ იმიტომ, რომ ბიძინას არ ჰქვია გიორგი. ვაი თქვენს ბედს, ბიძინა რომ ყოფილიყო გიორგი. არ იქნებოდით ამ სავარძელში. ასევე, კიდევ ერთი საკითხი, 7 მინისტრი შეიცვალა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. 7 წელია სამტრედია -გრიგოლეთის გზა ვერ აგიშენებიათ სურამის ციხესავით. სანამ 7-ვე მინისტრს არ ჩაგაბეტონებენ ამ გზაზე, ერთი დღე-ღამით, უხარისხო ცემენტით, მერე რომ არ დამბრალდეს თქვენი დასჯა, დილით ჩამოგაფერთხავენ ცემენტს და ამის შემდეგ აშენდება ეს გზა", -განაცხადა გოცირიძემ.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო