ნათია თურნავა - უახლოეს წლებში ნომერ პირველი ამოცანა ქართული წარმოების აღორძინებისა და განვითარების პროცესში სამუშაო ადგილების შექმნა იქნება

უახლოეს წლებში ნომერ პირველი ამოცანა ქართული წარმოების აღორძინებისა და განვითარების პროცესში სამუშაო ადგილების შექმნა იქნება , - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ანგარიშის შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა პრემიერის ანგარიში შეაფასა.

"პრემიერ-მინისტრის ანგარიშში, ეკონომიკისა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით გამოვყოფდი ბოლო 12 თვეში ყველაზე მნიშვნელოვან რამდენიმე მიმართულებას და მიღწევას - ეს არის, რა თქმა უნდა, ის, რომ 2019 წელს გვქონდა ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, გამოვყოფდი ასევე რეფორმებს, რისი შედეგიც იყო, რომ როდესაც გაგვიჭირდა, ძალიან სწრაფად დაგვიდგა გვერდში დონორთა საზოგადოება, მაგრამ პირველ რიგში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც ხაზგასასმელია, არის ის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდა ქართული, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის პრიორიტეტი" , - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში" იქცა ძალიან მძლავრ ბერკეტად, პროგრამად, რომელიც, პრაქტიკულად, მოიცავს ყველა ბიზნესექტორს.

„ანტიკრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში პროგრამის ბიუჯეტიც გაიზარდა და თითქმის ნახევარ მილიარდ ლარს აღწევს. ამ პროგრამის ეგიდით შეგვიძლია დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესს ( პროგრამა, ძირითადად, ამისკენ არის მიმართული), დავეხმაროთ ქართულ წარმოებას, რომელიც ასევე ქართული რესურსების გადამუშავებაზე არის ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ჩვენი პროდუქცია ექსპორტზეც უნდა გავიტანოთ, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარ ბაზარს უნდა მივაწოდოთ კონკურენტუნარიანი პროდუქცია კონკურენტუნარიან ფასად. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი”, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან მიმართულებებს, რომლებზეც პრემიერმა პარლამენტის წევრების წინაშე ისაუბრა.

„ანგარიშში საუბარი იყო დაჩქარებულ პრივატიზაციაზე, წიაღისეულის ლიცენზიების დაჩქარებულ გაცემაზე, შემცირებულ ბიუროკრატიაზე, იმაზე, რომ გვექნება ერთიანი „ფრონტ-ოფისი", რომელიც იუსტიციის სახლებში გაიშლება და ადამიანებს, რომლებსაც, მაგალითად, ექნებათ მიკროგრანტის მიღების ან პროგრამის ფარგლებში რომელიმე სხვა დახმარების მიღების სურვილი, არ უწევდეთ თბილისში ჩამოსვლა. ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთი დიდი პროგრამის ნაწილია - ჩვენ უნდა დავეხმაროთ და ავაღორძინოთ ქართული წარმოება. უახლოეს წლებში ნომერ პირველი ამოცანა ქართული წარმოების აღორძინებისა და განვითარების პროცესში სამუშაო ადგილების შექმნა იქნება”, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს