სალომე სამადაშვილი - ვერ წარმომიდგენია უფრო ძლიერი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირისგან, ვიდრე მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივის დაყენება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ახალი საკანონმდენლო ინიციატივა წარადგინა, რაც არის შესწორება იმ დოკუმენტში, რომელიც 2020-2021 წწ-ში საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის შესაბამისი ბიუჯეტის გამოყოფას ეხება.

როგორც სამადაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, დოკუმენტში საუბარია გიორგი რურუას გათავისუფლებასა და 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებაზე.

"დღეს, როდესაც სულ ორიოდე დღე რჩება 8 მარტის შეთანხმების შესასრულებლად და საკონსტიტუციო ცვლილებების პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე მისაღებად, აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა რიშმა ახალი საკანონმდენლო ინიციატივა შეიტანა. ეს არის შესწორება იმ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტში, რომელიც შეეხება 2020-2021 წწ-ში საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის შესაბამისი ბიუჯეტის გამოყოფას. დოკუმენტის სათაური არის "დემოკრატიის ხარისხის შეფასება საქართველოში". მსურს შეგახსენოთ, რომ სწორედ დემოკრატიული პრინციპების გატარებაზე არის დამოკიდებული მათ შორის აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობა და ჩვენი ქვეყნისთვის ფინანსური დახმარება. ამ დოკუმენტში ვრცლად არის საუბარი, როგორც "გავრილოვის ღამეზე" და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, ასევე 8 მარტის შეთანხმებაზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ შეთანხმების ნაწილია პოლიტპატიმარ გიორგი რურუას საპატიმროდან გათავისუფლება და შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ არსებობს არანაირი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ 8 მარტის შეთანხმების პირობით გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს. საკანონმდებლო ინიციატივა მიესალმება გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას და ამბობს, რომ იმისთვის, რომ პოზიტიურად შეფასდეს ქვეყანაში დემოკრატიიის პერსპექტივა, მნიშვნელოვანია 8 მარტის შეთანხმების ზუსტი შესრულება და შეთანხმების ყველა პირობის დაცვა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დღემდე გიორგი რურუა საპატიმროში რჩება. ვერ წარმომიდგენია უფრო ძლიერი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირისგან, ვიდრე მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივის დაყენება", - განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა