დავით ზალკალიანი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულება, სენატორი რიში საქართველოს მეგობარია და შესწორებებიც გულდასმით და ზუსტად  უნდა წაიკითხოთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება.

მისი თქმით, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტია, სადაც ძალიან მკაფიო გზავნილებია საქართველოსთან მიმართებით.

ზალკალიანის განმარტებით, პოლიტიკური ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

"ვფიქრობ, პრემიერმა თავის დასკვნით სიტყვაში ძალიან მკაფიო პასუხი გასცა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან საქართველოს ურთიერთობას და იმას, როგორ ცდილობენ ოპონენტები, ეს სტრატეგიული პარტნიორობა არასწორად თარგმნონ და საზოგადოებაში შეიტანონ იმის განცდა, რომ თითქოს აშშ, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი რაღაც ქმედებით მინიშნებას აძლევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის.

ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ის უკვე რამდენიმე წელია მიიღება და რამდენიმე წელია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ძალიან მკაფიო გზავნილებია საქართველოსთან მიმართებით. წლევანდელ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტშიც არის უაღრესად სწორი დეფინიცია და საქართველოს მხარდაჭერა ძალიან მკაფიოა. ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს შესაბამისი პროცედურები გავლილი აქვს. ის უკვე მიღებულია ქვედა პალატაში, ამჟამად გადის განხილვებს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. სენატორ რიშის შესწორებაა და არა ის, როგორც დღეს ოპოზიციამ წარმოაჩინა, რომ იქ ამ შესწორებით რამე წინაპირობა არის შეტანილი, თითქოს თუ არ იქნება ეს გათვალისწინებული, საქართველო არანაირ დახმარებას არ მიიღებს და ეს აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე აისახება", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულება მნიშნველოვანია.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულება. სენატორი რიში საქართველოს მეგობარია და ის შესწორებებიც გულდასმით და ზუსტად უნდა წაიკითხოთ, საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს, რაზეა საუბარი. საუბარია საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, ასევე იმ მნიშვნელოვან წვლილზეა საუბარი, რომელიც საქართველოს შეაქვს ავღანეთის ოპერაციაში. საუბარი არის 8 მარტზეც იმ კონტექსტში, როგორც ეს არის განმარტებული 8 მარტის შეთანხმებაში, თუმცა უნდა აღინიშნოს, საუბარია გიორგი რურუაზე და არა ისე, როგორც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს იქ საუბარია, რომ ის პოლიტპატიმარია, იქ სხვაგვარი დეფიცინიციაა გაკეთებული, საუბარი არ არის პოლიტპატიმარზე. იმის წარმოჩენა, რომ რაღაც პირობითობაზე არის საუბარი, სიცრუეა. ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეფინიციები მოხვდება ამ აქტში", - განაცხადა ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა