რატი იონათამიშვილი - პრემიერ-მინისტრის გამოსვლის 80% იყო მომავალზე საუბარი, მაშინ როდესაც ოპოზიცია საუბრობდა მხოლოდ წარსულზე

დღევანდელი დებატების საფუძველზე საზოგადოებას ექნება საუკეთესო შესაძლებლობა გაარჩიოს ვინ როგორი პასუხისმგებლობით და კომპეტენციით ეკიდება ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებს. ერთი მხრივ, ჩვენი მოვისმინეთ კონკრეტული ხედვა ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, სოციალურ პოლიტიკაზე, მეორე მხრივ კი, მხოლოდ და მხოლოდ პოპულისტური კითხვები. პრემიერის გამოსვლის ოთხმოცი პროცენტი იყო მომავალზე საუბარი, მაშინ, როდესაც ოპოზიცია საუბრობდა მხოლოდ წარსულზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მალე, პარლამენტი, მესამე მოსმენით, კენჭს უყრის საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამ დღეს საბოლოოდ გაირკვევა ვინ დადგება პროგრესული გადაწყვეტილების მხარეს და ვინ აღმოჩნდება პოლიტიკურ აუტსაიდერებში, ვინ შეირცხვენს თავს არა მხლოდ ქართული საზოგადოების, არამედ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე.

„კარლ ჰარცელი ყოველ ჯერზე მიუთითებს მათ 142 მანდატიან მხარდაჭერაზე. კელი დეგნანი ამბობს, რომ აშშ-სთვის მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებები შედგეს და ეს მოხდეს სრული მხარდაჭერით. ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ ყველა მხარისგან იხილავს ცვლილებების მხარდაჭერას. გერმანიის ელჩი, ვინც იყო ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი ფასილიტატორი, რომელიც ამათთვის როგორც აღმოჩნდა ყოფილა ვიღაც ელჩი, პირდაპირ ამბობს, რომ ბატონი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში და უკვირს, რომ ეს პარტიებს შორის განხილვის საკითხია. დარწმუნებული ვარ ოპოზიცია იტყვის, რომ აშშ-ელჩიც ცდება და ევროკავშირის ელჩიც ცდება“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ეწყინა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშში ტერორიზმის წინააღმდეგ საქართველოს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში განსაკუთრებულად იყო აღნიშნული.

„უკვე იკადრეს და ვიღაც ელჩი უწოდეს ერთ-ერთი მთავარი მხარდაჭერის და პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელს საქართველოში. ეს მე არ მიკვირს, იმიტომ რომ სულ ცოტა ხნის წინ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს ეყო უტიფრობა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე ეთქვა, რომ ამერიკის მთავრობა ცდება, რადგანაც ძალიან ეწყინა, რომ 2019 წლის ანგარიშში ტერორიზმის წინააღმდეგ საქართველოს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში იყო განსაკუთრებულად აღნიშნული, როგორც სანდო, მტკიცე და მყარი. ეს ანგარიში ეწყინა მარტო რუსეთს და ეწყინა მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ იმიტომ, რომ თავისი მიზნებით ორივე საქართველოს მტერია“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციისთვის აშშ-ს მთავარობა ცდება მაშინ, როდესაც არ მოსწონთ, სტრასბურგის სასამართლოც ცდება მაშინ, როდესაც არ მოსწონთ და თუ ხელისუფლებაში არ არიან დასავლეთი როგორც მათი ლიდერი ამბობს კოლონიალური პოლიტიკით არის შემოფარგლული.

„ალბათ, ამათთვის რუსეთი არ ცდება, როდესაც საქართველოსთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნეგატიურ განცხადებებს აკეთებს და ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, რომ ამათი კომპეტენცია ეკონომიკაში არის ნული, ამათი კომპეტენცია საგარეო პოლიტიკაში არის ნული, ამათი კომპეტენცია უსაფრთხოების საკითხებში არის ნული, ამათი კომპეტენცია ეროვნულ საკითხებში არის ნული და შესაბამისად, შედეგი არჩევნებზე ამათთვის იქნება ნული. როგორც ახლა ჰქონდათ ერთი სული გასულიყვნენ ამ დარბაზიდან, ისე ექნებათ ერთი სული არჩევნების შემდეგ, რომ წავიდნენ პოლიტიკიდან“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახაური ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა