მამუკა მდინარაძე - ვხედავთ მხოლოდ მოლოდინებს, რომ დააზიანებენ ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ლიდერს, რაც არ გამოსდით, ეშლებათ ნერვები, სამწუხაროა, მაგრამ ოპოზიცია ძალიან დასუსტდა

საქართველოში ოპოზიცია ძალიან დასუსტდა , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სესიაზე იმედი ჰქონდა, რომ ეკონომიკურ თემებზე საგნობრივი დისკუსია იქნებოდა, თუმცა, ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ სპეკულაცია დაინახა.

"ძველ, დაზეპირებულ მესიჯებს იმეორებდნენ, საქართველოში ოპოზიცია სამწუხაროდ, ძალიან დასუსტდა. ეს კარგი არ არის ზოგადად, რადგან ძლიერი ოპოზიცია აძლიერებს ხელისუფლებასაც, მით უმეტეს, თუ მას შესწევს ძალა, რომ კონკრეტულ საგნობრივ თემებზე ილაპარაკოს, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ვხედავთ მხოლოდ სპეკულაციებს, მოლოდინებს, რომ დააზიანებენ ერთ-ერთ ყველაზე უფრო რეიტინგულ ლიდერს, რაც არ გამოსდით. შემდეგ კიდევ უფრო ეშლებათ ნერვები და ხდებიან დესტრუქციულები. ეს იყო მთელი დღის ანატომია, სამწუხაროა, მაგრამ საქართველოში ოპოზიცია ძალიან დასუსტდა", - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიში მოისმინეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო