აშშ-ში კორონავირუსის 45 242 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელია

აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 45 242 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აშშ-ში ეპოდემიის გავრცელების დროიდან დღემდე, საერთო ჯამში, დაინფიცირდა სულ მცირე 2.48 მილიონი და დაიღუპა 125 000-მდე ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის რამდენიმე შტატში, მატ შორის აიდაჰოს, ალაბამის, არიზონის, ვაიომინგის, ჯორჯიის, კალიფორნიის, მისისიპის, მისურის, ნევადის, ოკლაჰომის, ტენესის, ტეხასის, ფლორიდისა და სამხრეთ კაროლინის შტატებში, ბოლო კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო