დონალდ ტრამპი - პრივილეგია მქონდა, ხელი მომეწერა სერიოზული განკარგულებისთვის ამერიკული მონუმენტების, მემორიალებისა და ძეგლების დაცვის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ხელი მოაწერა ბრძანებას ძეგლების, მონუმენტებისა და მემორიალებისა დაცვის შესახებ, რომელიც მათ წინააღმდეგ განხორციელებული „უკანონო ქმედებების“ შემთხვევაში ხანგრძლივი ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

„პრივილეგია მქონდა, ხელი მომეწერა სერიოზული განკარგულებისთვის ამერიკული მონუმენტების, მემორიალებისა და ძეგლების დაცვის შესახებ. ხანგრძლივი პატიმრობა ჩვენი დიდებული ქვეყნის წინააღმდეგ უკანონო ქმედებების განმხორციელებლებს! „- წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ენდრიუ ჯექსონის, თეთრ სახლთან მდებარე ძეგლის ჩამოგდების მცდელობას გამოეხმაურა. მან ფაქტი „ვანდალიზმად“ შეაფასა. „ფრთხილად იყავით! ძეგლთა დაცვის კანონი 10-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა