ინდოეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 17 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 500 000-ს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს „როიტერსი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში 15 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

„როიტერსის“ ინფორმაციით, ქვეყანაში საავადმყოფოები გადატვირთულია, რის გამოც ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის ნიუ-დელიში, დროებითი საავადმყოფოებისა და საკარანტინო შენობების მშენებლობა მიმდინარეობს.

ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით ინდოეთი მე-4 ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის, ბრაზილიისა და რუსეთის შემდეგ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა