შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ფეხბურთელის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ პირველ ეპიზოდში მონაწილეობდა, შემდეგ სახლში წავიდა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ფეხბურთელს, ირაკლი წაქაძეს ბრალს ოფიციალურად თბილისის მთავარ სამმართველოში რამდენიმე წუთში წაუყენებენ. როგორც მისი ადვოკატი, გაიოზ ჩარკვიანი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ინციდენტის მხოლოდ პირველ ეპიზოდში მონაწილეობდა. ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ ირაკლი წაქაძეს გიორგი შაქარაშვილთან ნაცნობობა აკავშირებდა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ პირველ ეპიზოდში მონაწილეობდა, შემდეგ კი თავის სახლში წავიდა. გიორგი შაქარაშვილი ფეხბურთელი იყო, ირაკლი წაქაძეც და მასთან ნაცნობ-მეგობრობა აკავშირებდა,ის საბურთალოს მხრიდან იყო, ეს არაერთხელ მითქვამს", - აცხადებს ჩარკვიანი.

ირაკლი წაქაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც ძალადობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა