საქართველოში ავსტრიის ელჩი არად ბენკო დეპუტატ სოფო კილაძეს მადლობას უხდის.
“დიდი მადლობა დეპუტატ სოფო კილაძეს სწორი შეხედულებებისთვის და კარგი ურთიერთთანამშრომლობისთვის ავსტრია-საქართველოს ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით. ასევე ადამიანის უფლებების კუთხით მუშაობისთვის. მოხარული ვარ, რომ საქართველოში მან ბავშვის უფლებების განვითარების მიმართულებით დიდი სამუშაო გასწია", - წერს ელჩი.