გერმანიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 193 243-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს „რობერტ კოხის ინსტიტუტი“ ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, გერმანიაში კორონავირუსს კიდევ 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და გარდაცვლილთა რიცხვმა 8 954-ს მიაღწია.
ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით გერმანია მე -14 ადგილზე დგას მსოფლიოში.