შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული  არასრულწლოვნის ადვოკატი  არ გამორიცხავს, რომ პოლიციელი, რომელმაც სავარაუდოდ არასრულწლოვანზე იძალადა, ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყოს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენებიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს, რომ პოლიციელი, რომელმაც შესაძლოა, არასრულწლოვანზე იძალადა, ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყოს.

როგორც გელხაურმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მას შემდეგ, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს წაუყენებენ, არასრულწლოვნის მამა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე მივა.

"ბრალის დადგენილების ჩაბარების შემდეგ, მე და არასრულწლოვნის მამა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამიკითხვაზე მივდივართ, ჩვენება უნდა მივცეთ. გუშინ, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას აბსოლუტურად ყველა მაედინტიფიცირებელი ჩვენება მიაწოდა, კერძოდ, რა ეცვა აღნიშნულ პირს, რა ნივთები ჰქონდა, როგორ გამოიყურებოდა და ა.შ. პოლიციის განყოფილებებში შიდა კამერები განთავსებულია, ის რომ არასრულწლოვანი პოლიციის განყოფილებაში დაახლოებით, 15-16 საათი იმყოფებოდა, ეს უკვე ცალსახად კანონდარღვევაა. გამოძიებას მარტივად შეუძლია კამერების ჩანაწერის ამოღება, დათვალიერება და გამოჩნდება, სიმართლეს ამბობს თუ არა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი. როგორც ის აღნიშნავს, იმ პირს ცალკეული პოლიციელები მოწიწებით მიმართავდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პოლიციაში სავარაუდოდ, ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო", - აცხადებს გელხაური.

ცნობისთვის, დაკავებული არასრულწლოვანი აცხადებს, რომ მასზე მცხეთა-მთიანეთის პოლიციის განყოფილებაში ერთ-ერთმა პოლოცილმა სასურველი ჩვენების მიღების მიზნით მასზე ფიზიკურად იძალადა. კერძოდ კი, ჯერ კეფაში, შემდეგ კი, ზურგში მუშტი ჩაარტყა. აღნიშნულ ფაქტს არასრულწლოვნის მამაც შეესწრო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება გუშინვე, ორი მუხლით - სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნტქით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და და 335-ე მუხლით ( განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება) დაიწყო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს