გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე საველე ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევების პირველი ეტაპი განახორციელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე საველე ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევების პირველი ეტაპი განახორციელეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, კვლევების საფუძველზე შექმნილი ბუნებრივი საფრთხეების რუკები გამოყენებული იქნება მაღალი რისკის შემცველი ადგილების იდენტიფიცირებისთვის და ადრეული შეტყობინების სისტემის დასანერგად, რაც ხელს შეუწყობს ბუნებრივი ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სწორ და ეფექტიან მართვას.

საველე კვლევები კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ფარგლებში მიმდინარეობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა