სურსათის ეროვნული სააგენტო ტურისტულად აქტიურ რეგიონებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს როტაციის პრინციპით დაკომპლექტებული ინსპექტირების ჯგუფები ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, აჭარაში ობიექტებს ამოწმებენ და რეკომენდაციებს გასცემენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის წესების დაცვისა და სურსათის უვნებლობის სხვა მაჩვენებლებზე მიმდინარე კვირის განმავლობაში 100-მდე სასურსათო ობიექტი, საწყობი, ხორცის მაღაზია და კვების ობიექტი შემოწმდა.

სურსათის უვნებლობის მოთხოვნების პარალელურად, სააგენტო ახორციელებს მონიტორინგს „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ უსაფრთხოების წესებზე და გასცემს რეკომენდაციებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო წელსაც აქტიურად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს ტურისტულად დატვირთულ რეგიონებში. ჩვენი პრიორიტეტია უვნებლობის სტანდარტების მაქსიმალური დაცვა, რაშიც გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა იმისათვის, რომ ტურისტული სეზონი წარმატებულად ჩატარდეს და დაცული იყოს მომხმარებლის ინტერესები და ჯანმრთელობა, მუდმივად ვთანამშრომლობთ ბიზნესსექტორთან და აქტიურად ვაგრძელებთ კონტროლს,” - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.

მიმდინარე წელს აჭარის რეგიონში 1170 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, გამოვლინდა 293 -მდე დარღვევა (ტემპერატურული რეჟიმის, ეტიკეტირების წესის, სურსათის შენახვა-რეალიზაციის ვადების ), რაზეც სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა