რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6852 შემთხვევა გამოვლინდა და 188 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6852 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 627 646-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 188 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 8 969-ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში “კოვიდ 19”-სგან ინფიცირებული 393 352 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ცნობისათვის, რუსეთი კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილზეა მსოფლიოში, აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა