შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი - გავეცანით დადგენილებას ბრალდების შესახებ - დადგენილებას და ბრალდებას არ ვეთანხმებით

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

როგორც თბილისის პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ მისმა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა, მათ საქმის მასალები არ გადასცეს, რის გამოც, არ იცის, თუ რა მტკიცებულებები აქვთ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ.

„გავეცანით დადგენილებას ბრალდების შესახებ, იგივე არის კვალიფიკაცია და მუხლები, რომელიც დაკავებისას იყო გამოყენებული. ამ დადგენილებას და ბრალდებას არ ვეთანხმებით.

სამწუხაროდ, მტკიცებულებები არ გადმოგვეცა, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მტკიცებულებების გადმოცემა, რომელიც ბრალდების მხარეს გააჩნია.

საქმის მასალები არათუ სრულად, საერთოდ არ გადმოგვცემია. მხოლოდ და მხოლოდ, დადგენილება გვაქვს ბრალდების შესახებ. არ ვიცით მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, თუ რას ედავებიან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და რა მტკიცებულებებით არის გაჯერებული ბრალდება", - აცხადებს გელხაური.

ცნობისთვის, დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც გულისხმობს ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა