ახალ სასწავლო წელს დიდ დიღომში, 1300 მოსწავლეზე გათვლილი N186 საჯარო სკოლის ახალი კორპუსი გაიხსნება

თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი – ,, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ პროექტის ფარგლებში, 1300 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა და ამ ეტაპზე სასკოლო ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

„დასრულებული სამშენებლო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს დირექტორმა დავით ფარცვანიამ დაათვალიერა და სკოლის აღჭურვის პროცესს გაეცნო. თბილისის N186 საჯარო სკოლის შენობა A და B ბლოკებისგან შედგება. A ბლოკში დაწყებითი საფეხურის, B ბლოკში კი საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეები განთავსდებიან. ბლოკები ერთმანეთთან გადასასვლელი გალერეებით არის დაკავშირებული და მათი კონფიგურაცია და ურთიერთგანლაგება წარმოქმნის სამ შიდა ეზოს, სადაც სათამაშო და დასასვენებელი ზონები მოეწყო. შენობა ადაპტირებულია და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. სკოლაში იფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები, სასადილო, ექიმის კაბინეტი, 3 სპორტული დარბაზი, გარე მოედნები. პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა.

მშენებლობის პროცესში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა. მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი – ,, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი გახდება. საგანმანათლებლო სივრცეში თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ასევე ხელოვნების კოლეჯი და მულტიფუნქციური ცენტრი. აღსანიშნავია, რომ ,, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ პროექტის ფარგლებში, ასევე მიმდინარეობს სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის მშენებლობა. განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტს თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე და ტექნოლოგიურად გამართულ გარემოში წარმართვას. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს