მსოფლიო ბანკმა უკრაინას 350 მლნ დოლარის ოდენობის სესხი გამოუყო

მსოფლიო ბანკმა უკრაინას 350 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, თანხა ქვეყანაში რეფორმების განსახორციელებლად გამოიყო, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღებისა და კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შესამსუბუქებლად.

მსოფლიო ბანკის განცხადებით, აღნიშნული სესხით მხარდაჭერილი რეფორმები შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: საკრედიტო ბაზრებისა და ანტიკორუფციულ ინსტიტუტების გაძლიერებას და მოწყვლადი ასაკოვანი მოსახლეობის სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას პანდემიის ზეგავლენის შემსუბუქების მიზნით.

„როიტერსის“ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 1992 წლიდან მსოფლიო ბანკი უკრაინის განვითარების მთავარი პარტნიორია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს