ანგელა მერკელი - კორონავირუსისგან შექმნილი საფრთხე სერიოზულია, სერიოზულად შეხედეთ მას

კორონავირუსისგან შექმნილი საფრთხე სერიოზულია, სერიოზულად შეხედეთ მას, იმიტომ, რომ სიტუაცია მძიმეა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგერა მერკელმა ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა.

„გერმანია საკმაოდ კარგად უმკლავდება კრიზისს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე აღარ არსებობს,“- განაცხადა მერკელმა.

მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების შეჩერებას მხოლოდ პოლიტიკოსები ვერ შეძლებენ და ყველა ვალდებულია, პასუხისმგებლობა გამოიჩინოს.

„ჩვენ ეს საერთო მოვალეობად უნდა ჩავთვალოთ და უნდა გავაცნობიეროთ, რომ წესების დაცვით, ფიზიკური დისტანცირებით, პირბადის ტარებითა და ხელების ჰიგიენით თითოეულ ჩენგანს შეგვაქვს წვლილი ამ საერთო საქმეში,“- განაცხადა ანგელა მერკელმა.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანიის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ცენტრალური საკითხი კოვიდ 19-სა და მისგან გამოწვეულ ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიურ შედეგებთან გამკლავება იქნება.

ცნობისათვის, გერმანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას მომავალი თვიდან, 6 თვით გადაიბარებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს