კამპანიის „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ ფარგლებში კონკურსების გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 6 წელი შესრულდა. ამ განსაკუთრებული თარიღის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალმა საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტისა (AA Facility) და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, კამპანიის დახურვის ცერემონიალი გამართეს, რომლის ფარგლებშიც სტუდენდტებსა და მოსწავლეებს შორს ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს პარლამენტის შენობაში, თამარ მეფის დარბაზში ჩატარდა.

სტუდენტებს სიტყვით მიმართეს და გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობისა და დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა ვინსენტ რეიმ და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა თომას შრაპელმა.ციფრული საინფორმაციო კამპანია „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ და მის ფარგლებში ესეებისა და კვლევის საპროექტო წინადადებების კონკურსები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის მხარდაჭერით 2020 წლის მაისში დაიწყო.

კონკურსების მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი საქართველოს ევროპული ინტეგრაციითა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიღწევებითა და გამოწვევებით დაინტერესება იყო. აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ცოდნა გაეღრმავებინათ ონლაინ ლექციებით ისეთ თემებზე, როგორებიცაა ევროკავშირის ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი, კარგი მმართველობა, განათლება და მობილობა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და კლიმატი, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, სტრატეგიული კომუნიკაცია. რაც შეეხება კვლევის საპროექტო წინადადებების კონკურსს, მონაწილეებს შეეძლოთ აერჩიათ შემდეგი თემები: „COVID-19-ის შესაძლო გავლენა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებსა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე“ და „დეზინფორმაცია და ყალბი ამბები COVID-19 პანდემიის დროს“.„კონკურსზე ასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, ხოლო კამპანიას სოციალურ ქსელში ორი ათასზე მეტი მომხმარებელი შეუერთდა.

სტუდენტური კონკურსების ფარგლებში შეირჩნენ სამი საუკეთესო ესსესა და ორი საუკეთესო კვლევითი პროექტის ავტორები, რომლებსაც კამპანიის დასკვნით ცერემონიაზე ჯილდოები გადაეცათ. გარდა ამისა, ათი საუკეთესო ესსე გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე www.aa.ge, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი მართავს.

კამპანიის „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ ფარგლებში სტუდენტებისთვის კიდევ ერთი კონკურსი ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. კონკურსში 4 სტუდენტისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ, რომლებიც დაესწრნენ ონლაინ ლექციებსა და ექსპერტთა დისკუსიებს, შემდეგ კი ესსეები და სამოქმედო გეგმები წარადგინეს. 4 გამარჯვებულ გუნდსა და 10 საუკეთესო ესსეს ავტორებს ფულადი ჯილდო გადაეცათ. ასევე, კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით.სტუდენტების კონკურსების გარდა, კამპანიის „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ ფარგლებში, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტისა და კონრად ადენაურის ფონდის ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ დებატები საქართველოს სკოლის მოსწავლეებს შორის“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა