არჩილ თალაკვაძე - ნათელაშვილის მხრიდან საარჩევნო სისტემის ჩაგდებაზე  განცხადება უკვე მეორეა, რითაც საბოლოოდ აიხსნება, თუ რატომ არ დაუჭირა ოპოზიციის ამ ნაწილმა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებას

ძველი ოპოზიციის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მხრიდან საარჩევნო სისტემის ჩაგდებაზე და საკონსტიტუციო ცვლილებების ბლოკირებაზე გაკეთებული განცხადება უკვე მეორეა, რითაც საბოლოოდ აიხსნება, თუ რატომ არ დაუჭირა ოპოზიციის ამ ნაწილმა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

პარლამენტის თავმჯდომარე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ მოუწოდებს, შეაფასონ ნათელაშვილის განცხადება და მკაფიოდ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

„ძველი ოპოზიციის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მხრიდან საარჩევნო სისტემის ჩაგდებაზე და საკონსტიტუციო ცვლილებების ბლოკირებაზე გაკეთებული განცხადება უკვე მეორეა, რითაც საბოლოოდ აიხსნება, თუ რატომ არ დაუჭირა ოპოზიციის ამ ნაწილმა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებას და ახალ საარჩევნო სისტემას. იკვეთება, რომ ეს არის კოორდინირებული და თუ „ევროპული საქართველოს” და „ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო წარმომადგენლების მხრიდან მკაფიო განცხადებები არ გაკეთდება, ემიჯნებიან თუ არა „საარჩევნო სისტემის ჩაგდების” გეგმას, ჩავთვლით, რომ ეს სწორედ მათი გეგმაა. ამ ფონზე, ჩვენი პირობა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებისას დავდეთ, რომ მხარი დავუჭიროთ და დავამტკიცოთ საკონსტიტუციო ცვლილებები - ძალაშია და ორშაბათს ჩვენს პოზიციას კენჭისყრით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ,“ - აცხადებს თალაკვაძე.

ცნობისთვის, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, რადგან თუ ეს ცვლილებები ჩავარდება, უფრო მალე მოხდება „ქართული ოცნების“ სანქცირება და ხელისუფლებიდან მოცილება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა