ირანის უზენაესი ლიდერი - გულგრილობისა და დაავადების მნიშვნელოვნად გავრცელების შემთხვევაში, ეკონომიკური პრობლემებიც მოიმატებს

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები კიდევ უფრო გაუარესდება, თუკი კორონავირუსის გავრცელების შეჩერება არ მოხდება. “გულგრილობისა და დაავადების მნიშვნელოვნად გავრცელების შემთხვევაში, ეკონომიკური პრობლემებიც მოიმატებს,“- აღნიშნა ირანის უზენაესმა ლიდერმა.

მისივე თქმით, ის მუხტი, რაც დაავადებასთან ბრძოლაში ქვეყანაში თავდაპირველად არსებობდა, გაქრა.

„რაღაც უნდა გაკეთდეს კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების პრევენციისთვის. თავდაპირველი იმპულსი, რომელიც ვირუსის შესაჩერებლად არსებობდა, ზოგიერთ ადამიანსა და ხელისუფლების წარმომადგენელში გაქრა,“- განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

ცნობისათვის, ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსის 2 456 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 220 180-ს მიაღწია. გარდა ამისა, კოვიდ 19-ს კიდევ 125 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ფატალური შემთხვევების რიცხვმა 10 364-ს მიაღწია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა