გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს შეხვდა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს შეხვდა. როგორც ადვოკატმა გიორგი გელხაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მამამ მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე გამომძიებელს ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ განხორციელდა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა სასურველი ჩვენების მისაღებად. გელხაურის თქმითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება.

„სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს არასრულწლოვნის მამამ მიაწოდა ის ინფორმაცია, რაზეც თავად არასრულწლოვანმაც ისაუბრა: როგორ განხორციელდა მასზე ზეწოლა და იძულება ჩვენების მიღების მიზნით, როგორც ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე ფსიქოლოგიური. ეს დაადასტურა მამამ და მან სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, ვიანიდან თვითონაც იქ იმყოფებოდა, როდესაც მისი შვილის მიმართ განხორციელდა ძალადობა. მან გამომძიებელს მიაწოდა იმ პოლიციელის მაიდენტიფიცირებელი ყველანაირი ნიშანი. რა თქმა უნდა, მამას შეუძლია მისი ამოცნობა. ადგილი ჰქონდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის თავში ჩარტყმას, ზურგში ჩარტყმას და მასზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, რათა მისგან სასურველი ჩვენება მიეღო,“ - განაცხადა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ხულიგნობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას. დაკავებულებს შორის არიან: ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე, თენგო ბარბაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, ირაკლი მუმლაძე, ნიკა ჟვანია, ირაკლი წაქაძე, ვახო ჩიქოვანი, გიგა ტატიაშვილი.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა