ხათუნა სამნიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.

პარტიის თავმჯდომარემ დაკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეკითხვებს უპასუხა.

როგორც სამნიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, ის მოწმის სტატუსით დაიკითხა და კითხვები ძირითადად სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარებზე იყო, რომელიც კოვიდ დიაგნოზის გაყალბებას ეხებოდა.

„რატომ ვარ ამ საქმეში მოწმის სტატუსით ახლაც გაუგებარია ჩემთვის. შეკითხვები იყო „ფეისბუქ“ კომენტარებზე და მთავარი შეკითხვა იყო, კონკრეტულად ვისგან მაქვს ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ყალბდებოდეს კოვიდის დიაგნოზები. სამწუხარო ის არის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასეთი თემებით არ უნდა იყოს დაკავებული. თუ მათ ეჭვი აქვთ და ეს ეჭვი უნდა ჰქონდეთ, რომ ადგილობრივ დონეზე, კონკრეტულ ადამიანებს სახელმწიფო მოხელეები სთავაზობენ თანხებს, ამის გამოძიებას არ უნდა აწარმოებდეს სუს-ი, მითუმეტეს საბოტაჟით აღძრული მუხლით და მითუმეტეს, პოლიტიკოსების და ჟურნალისტების „ფეისბუქ“ კომენტარების გამო“, - განაცხადა სამნიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს