სოფელ მეტეხში კორონავირუსით ინფიცირებული პირი ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია

შიდა ქართლში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დაფიქსირდა, “კოვიდ-19” კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის მცხოვრებს დაუდასტურდა. აღნიშნული პირი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სანიტარია.

„ერთი ახალი შემთხვევა გვაქვს კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეტეხში. ინფიცირებული ქალი ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია და ამ ფაქტს კავშირი არ აქვს ამ სოფელში დადასტურებულ იმ სხვა შემთხვევებთან, რომელთა დაინფიცირების წყაროც სავარაუდოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოს უკავშირდებოდა. დღეს, მთელი დღის განმავლობაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისისა და კასპის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ერთობლივად მიმდინარეობდა ეპიდკვლევა. დამატებით, აღებულია 5 ნიმუში და გადაგზავნილია ლუგარის ცენტრში. ხუთივე მათგანი ინიფიცრებულთან კონტაქტში მყოფი პირია“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ეკა ქორჩაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა