გიგა ტატიაშვილის ადვოკატი - ვითხოვთ, რომ საერთოდ არ იყოს გამოყენებული რაიმე აღკვეთის ღონისძიება, აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი არის გამოკეტილი გისოსებს მიღმა

19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის გიგა ტატიაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმება და დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოითხოვენ არ იყოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.

ადვოკატ გიორგი ყიფშიძის განცხადებით, არც ერთი მოწმე და ჩხუბში მონაწილე პირი არ ადასტურებს და არც მინიშნებას აკეთებს, რომ გიგა ტატიაშვილმა რაიმე ტიპის დანაშაული ჩაიდინა, განსაკუთრებით ძალადობა, ან მისი ორგანიზება.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კატეგორიულად არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას, რაც შეეხება დღევანდელ პროცესს და მოლოდინებს ჩვენი პოზიცია ცალსახაა, ვითხოვთ, რომ საერთოდ არ იყოს გამოყენებული რაიმე აღკვეთის ღონისძიება. აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი არის გამოკეტილი გისოსებს მიღმა. როგორც სიტუაცია და მცდელობა საზოგადოებრივი აზრის შექმნისა მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად არც სასამართლოსგან და არც პროკურატურისაგან დიდ შეღავათს არ ველოდებით. კადრებზე რომელიც გავრცელდა ადამიანების იდენტიფიცირება არის პრაქტიკულად შეუძლებელი, თუმცა არც ერთი მოწმე არ ადასტურებს და არც მინიშნებას არ აკეთებს, რომ გიგა ტატიაშვილმა რაიმე ტიპის დანაშაული ჩაიდინა განსაკუთრებით ძალადობა, ან მისი ორგანიზება“, - განაცხადა გიორგი ყიფშიძემ.

მისი აზრით, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფო ემზადება ,,18 ადამიანი ციხეში გამოკეტოს."

„თვითონ ეს ადამიანი პრაქტიკულად ვერ საუბრობს, მისთვის ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენს შორის საუბარი პრაქტიკულად არც შემდგარა, იმედს ვიტოვებ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი, მაგრამ ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფო სრულად ემზადება 18 ადამიანი გამოკეტოს საკმაო ხნით ციხეში, ვინ უდანაშაულოა და ვინ დამნაშავე ამაზე ამ წუთში არავინ არ საუბრობს“, - აღნიშნა გიორგი ყიფშიძემ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 17 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მცხეთის სასამართლო მსხჯელობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალდება წარუდგინა ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
არჩილ მორჩილაძე - ბიუჯეტის ხარჯზე მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, 250 000-ზე მეტი ადამიანი იღებს, როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ამ დაფარვის მიღმაა დარჩენილი
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან