ამირან გამყრელიძე - თუ ამ ინტენსივობით განვითარდა ინფექცია ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ დიდი საშიშროება არ გველის

​დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია.

როგორც გამყრელიძემ ,,პალიტრანიუსთან" საუბრისას განაცხადა, დღეს 1500-მდე ტესტი ჩატარდა და თუ ინფექცია ქვეყანაში ამ ინტენსივობით განვითარდა ჩვენ ,,დიდი საშიშროება არ გველის".​

​,,საერთო მდგომარეობა კონტროლირებადია, დღეს კიდევ 3 ახალი შემთხვევაა, ყველას წყარო ვიცით. ორი დაკავშირებულია ტრაილერის მძღოლებთან და ერთი კარანტინში იყო იდენტიფიცირებული. ასეთი ერთეული შემთხვევები ჯანდაცვის სისტემისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, გამოჯანმრთელების პროცენტი არის 85%. გრძელდება ინტენსიური ტესტირება დღესაც ჩატარებულია დაახლოებით 1500 ტესტი. თუ ყველა რეკომენდაციას დავიცავთ, რასაც მოვუწოდებთ მოსახლეობას და ამ ინტენსივობით განვითარდა ინფექცია ქვეყანაში ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდი საშიშროება არ გველის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

​შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 924 გახდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 785-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 2819 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 230 პირი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა