სერგი კაპანაძე საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენაზე - თუ გაათავისუფლებენ გიორგი რურუას და შესრულდება 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი ბოლომდე, მაშინ, როგორც ნათქვამი გვაქვს, მივიღებთ მონაწილეობას

პარტია "ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას თუ ხელისუფლების მხრიდან 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი ბოლომდე შესრულდება.

„თუ გაათავისუფლებენ გიორგი რურუას და შესრულდება 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი ბოლომდე, მაშინ, როგორც ნათქვამი გვაქვს, მივიღებთ მონაწილეობას თუ ამ შეთანხმების შესრულება არ მოხდება, მაშინ მონაწილეობას ბუნებრივია არ მივიღებთ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს