შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი - თუ სასამართლო მაინც მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული უნდა იყოს, ჩვენ ალტერნატიულ სახედ გირაო შევთავაზეთ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, აღნიშნული საქმე სამართლებრივი ჩარჩოდან გასულია, რადგან ბრალდების მხარის დასაბუთება შაბლონურია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას ჩქარობს მიუხედავად იმისა, რომ საქმე 17 ადამიანს ეხება.

"სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ბრალდების მხარის დასაბუთება არის შაბლონური. მათ წერილობითაც კი არ წარმოუდგენიათ ის შუამდგომლობა, რაც წესით, სავალდებულო ხასიათის არის, როდესაც აღკვეთის ღონისძიების თაობაზე ვიხილავთ საკითხს სასამართლოში, სავალდებულოა, რომ ბრალდების მხარემ წერილობითი ფორმით წარმოადგინოს, თუ რის საფუძველზე ითხოვს აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმის, პატიმრობის გამოყენებას", - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მან მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა.

"ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მათ 10 წუთში ჩამოაყალიბეს ის საფრთხეები თურმე, რა საფრთხეებიც ყველა ბრალდებულის მიმართ არსებობს. ეს არის მიმალვის, მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების საფრთხე, თურმე ჩვენ გამოძიებას მივემალებით. რა თქმა უნდა, ეს ბუტაფორია და აბსტრაქციაა, საქმე კონკრეტულად დასაბუთებული არ არის. მაგალითად, ჩვენ თუ მართლა მივემალებით გამოძიებას, მინუმუმ უნდა იყოს, რომ საზღვართან დაგვიჭირეს, ან თუ ჩვენ მოწმეებზე მოვახდინეთ ზეწოლა, რომელიმე მოწმის ახსნა-განმარტება უნდა იყოს, რომ დიახ, რაიმე ფორმით ზემოქმედება ხდებოდა. ასეთი არცერთი პირის შემთხვევაში არ არის. სასამართლოს აცილება მივეცით, პირადად მე მას აცილება გამოვუცხადე და შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩემი პოზიცია კოლეგებმაც გაიზიარეს. მოსამართლე ჩქარობს, ეჩქარება სასამართლოს, როდესაც 17 ადამიანის ბედი წყდება და სამწუხაროდ, სასამართლოს როგორც ჩანს, მათი ბედი არ აინტერესებს და შინაგანი რწმენით გადაწყვეტილი აქვს. ეს მიუთითებს იმას, რომ სასამართლო პოლიტიკურ ინსტრუმენტად გვევლინება და არა სამართალშემოქმედებითად. ყოველ შემთხვევაში, ეს ამ ეტაპზე ჩემი სუბიექტური აზრია, ხოლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, მალე ვიხილავთ. როდესაც სასამართლოს მოვუწოდე, რომ მისი აცილების საფუძველი არსებობდა, მან მითხრა, მალე დამესაბუთებინა და დრო ერთი წუთი განმისაზღვრა. მაჩქარებდა, რომ ხანმოკლე დროში ჩემი პოზიცია ჩამომეყალიბებინა. არ მისმენდა, ფაქტობრივად, და არც უნდოდა, რომ მოესმინა. ეს იმას მიანიშნებს, რომ ეს საქმე გადაწყვეტილია", - აღნიშნა კობაიძემ.

კობაიძე აცხადებს, რომ საქმე სამართლებრივი ჩარჩოდან გასულია.

"ჩვენ მოვითხოვეთ, რომ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ გამოყენებულიყო. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მაინც მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული უნდა იყოს, ჩვენ ალტერნატიულ სახედ გირაო და თანხის თავად განსაზღვრა შევთავაზეთ. ასევე სასამართლოს შევთავაზეთ, ყოველ კვირას გამოვცხადდეთ საგამოძიებო ორგანოში და ხელი მოვაწეროთ, ამისთვისაც მზად ვართ. ყველანაირ შეღავათზე ვთანხმდებით, ოღონდ ამ ადამიანებს თავიანთი კარიერა არ გაუფუჭდეთ და ის მიზნები არ ჩაეფუშოთ, რაც აქვთ. იმედი მაქვს, რომ მოსამართლე, როცა სათათბირო ოთახში შევა, წნეხისგან გათავისუფლდება და რაც ნებისმიერ მოსამართლეს ეკადრება, სამართალშემოქმედებით გადაწყვეტილებას მიიღებს", - აცხადებს კობაიძე.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები სტრესულ სიტუაციაში არიან.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონული სასამართლო უკვე რამდენიმე საათია ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 17 პირისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. სასამართლო დახურულ რეჟიმში ტარდება.

პროკურატურამ სასამართლოს აღნიშნული პირებისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო