რომან გოცირიძე - საკონსტიტუციო ცვლილებების ხვალინდელ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხვალინდელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან უნდა შესრულდეს შეთანხმება, როგორც ამას მოუწოდებენ საქართველოს საერთაშორისო მეგობრები და როგორც "სურს ფაქტობრივად ყველა ოპოზიციურ პარტიას".

„ხვალ, 11:00 საათზე არის გიორგი რურუას წინააღმდეგ შეთითხნილი საქმის განხილვა სასამართლოში, იქნებ გონება გაუნათდეს ქვეყნის არაფორმალურ მმართველს და როგორც წინა შემთხვევებშიც, ახლაც უკარნახოს მოსამართლეს როგორ უნდა მოიქცეს, მაინც მოუწევს ხვალ თუ არა მომდევნო პერიოდში. საკონსტიტუციო ცვლილებების ხვალინდელ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ. უნდა შესრულდეს შეთანხმება სრულად, როგორც ამისკენ მოუწოდებენ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები და როგორც ეს სურს საქართველოში არსებულ ფაქტობრივად ყველა ოპოზიციურ პარტიას. საერთო კონსენსუსით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები შეიძლება გახდეს ქვეყანაში ნაკლებად კონფრონტაციული არჩევნების ჩატარების ფაქტორი. თუ ხელისუფლება აპირებს საარჩევნო პროცესში პოლიტპატიმრის ყოლით შესვლას, ეს იმას ნიშნავს, რომ სავსებით შესაძლებელია, კვლავ განახლდეს პილიტიკური დევნა, კვლავ გამოყენებული იქნას მოსყიდვის, დაშინების, ძალადობის მეთოდები. ასეთ პირობებში ჩატარებულ არჩევნებს არავინ აღიარებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად არც შინ და არც გარეთ", - აცხადებს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა