მამუკა ხაზარაძე - იმედია, პარლამენტი მიიღებს მნიშვნელოვან დოკუმენტს და  ქვეყანა უფრო მეტი დემოკრატიის გზას დაადგება

ვიცით, რომ "ქართულ ოცნებას" და დამოუკიდებელ დეპუტატებს აქვთ საკმარისი ხმები იმისათვის, რომ კანონპროექტი იყოს მიღებული , - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ეტაპი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შემდგომი ნაბიჯი არჩევნების თანასწორუფლებიანად და გამჭვირვალედ ჩატარება იქნება.

„ბოლო ეტაპია უკვე, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. იმედია, რომ პარლამენტი მიიღებს ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს და ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა დაადგება უფრო მეტი დემოკრატიის გზას. შემდგომი ნაბიჯი გვექნება ყველას ერთად გადასადგმელი, რომ არჩევნები თანასწორუფლებიან სიტუაციაში და გამჭვირვალედ უნდა იყოს ჩატარებული. საპარლამენტო ოპოზიცია დაესწრება თუ არა ეს თავად უნდა გადაწყვიტონ, "ქართულ ოცნებას" და დამოუკიდებელ დეპუტატებს აქვთ საკმარისი ხმები იმისათვის, რომ ეს კანონპროექტი იყოს მიღებული“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ხვალ საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა