ადვოკატი - საქმე სამართლებრივი ჩარჩოდან არის გასული, არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდოს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ. ხ.-ს ინტერესების დამცველის გიორგი გელხაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაკავების არავითარი საფუძველი არ არსებობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საქმე სამართლებრივი ჩარჩოდან არის გასული.

"დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ მოითხოვა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობის შეფარდება, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან მიმართებითაც, რომელიც არასრულწლოვანია და ითხოვს, რომ ის დააპატიმრონ. როგორც მოგეხსენებათ, მე ვიცავ არასრულწლოვანს. ამ საქმეში საერთოდ არ არის გაზიარებული არასრულწლოვნის ინტერესები. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ დღევანდელმა სასამართლომ არასრულწლოვანს პატიმრობა შეუფარდოს", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც გამოძიება დაიწყო მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციაში ყველა გამოძახებაზე იყო მისული.

"როგორც მოგეხსენებათ, გამოძიება 19 ივნისს არის დაწყებული და მას შემდეგ, რამდენჯერაც გამოიძახეს არასრულწლოვანი, იმდენჯერ პოლიციაში მივიდა, ნებაყოფლობით ჩააბარა ექსპერტიზა, დნმ-ის ანალიზი და ანაბეჭდები. ნებისმიერ დროს, როდესაც პოლიციელმა და გამომძიებელმა გამოიძახა, იგი მათ წინაშე წარდგა და ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა მიიღო. ამჯერად პროკურატურამ ვერ დაასაბუთა კონკრეტული გარემოება იმაზე, თუ რატომ შეიძლება, არასრულწლოვანი მიიმალოს და სასამართლოში არ გამოცხადდეს. რატომ შეიძლება, არასრულწლოვანმა რომელიმე მოწმეზე ზემოქმედება მოახდინოს. 19 ივნისის მერე ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. თვითონ პროკურორმა განმიცხადა ჩემს კითხვაზე და ახლა რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ მან შეიძლება რაიმე გავლენა მოახდინოს პროცესის მონაწილეებზე.

ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ სასამართლომ უნდა მიიღოს ობიექტური და გონივრული გადაწყვეტილება, როგორიც არის მისი არდაპატიმრება. ფაქტია, რომ ეს საქმე სამართლებრივი ჩარჩოდან არის გასული, ვინაიდან, არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდოს" , - აცხადებს გიორგი გელხაური.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნარატივი ინფანტილური და ფიცარივით ბრტყელია, არ გამოვრიცხავ ახალი პარტიის დაფუძნებას
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2021
როგორ გაართვა თავი განათლების სისტემამ სწავლების დისტანციურ რეჟიმს? - პირველი სემესტრის შედეგებს განათლების მინისტრის მოადგილე აჯამებს
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე