პუტინი აცხადებს, რომ უსაფუძვლოა მტკიცება, თითქოს კორონავირუსი ხელოვნურად შეიქმნა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, არ არსებობს არავითარი საფუძველი იმის სათქმელად, რომ კორონავირუსი ვიღაცამ სპეციალურად „გაუშვა“.

„არ არსებობს არავითარი საფუძველი, იმის თქმისა, რომ ის ვიღაცამ სპეციალურად გაუშვა, ვიღაცამ რაღაც სპეციალურად გააკეთა. ჩემი აზრით, თუკი ვიღაც ასეთ ვერსიას მხარს დაუჭერს, აქედან კარგი არაფერი გამოვა“, - განაცხადა პუტინმა ტელეარხ „რასია პირველთან“ ინტერვიუში.

პუტინის მოსაზრებით, ახლა აუცილებელია იმასთან ბრძოლა, რაც მოხდა და არა იმის გარკვევა, თუ საიდან გაჩნდა ის.

„რა თქმა უნდა, სპეციალისტები ფიქრობენ, დაე გააანალიზონ, გაარკვიონ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავერკვეთ მომხდარში და შევქმნათ დაცვის სისტემა. თუ საიდან გაჩნდა ის, უკვე სხვა საკითხია“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

პუტინის პოზიციით, ქვეყნებმა უნდა გააერთიანონ ძალისხმევა ეპიდემიასთან ეფექტურად ბრძოლის მიმართულებით, ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთი დაადანაშაულონ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა