ანა ნაცვლიშვილი - საკუთარ ქვეყანაში რომ დაიპარები და ადამიანებს ემალები, დასასრულის დასაწყისია-ფინალი იქნება ოქტომბერში

ივანიშვილი თავადაც კარგად ხვდება, რომ ხალხთან გამოსაჩენი პირი აღარ აქვს, არც პასუხები აქვს იმ კითხვებზე, რაც მრავლად დაგროვდა , - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

"ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ბიძინა ივანიშვილი უნივერსიტეტს კი აშენებს, მაგრამ ახალგაზრდებსაც ვერ შეხვდა:

"რომ ჰკითხავენ, საქართველოში სად უნდა დასაქმდნენ ან ამ, ან სხვა უნივერსიტეტებში ნასწავლი ახალგაზრდები - პასუხი არ აქვს!",-აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

“რატომ წაერთვა ქუთაისს, ისევე, როგორც მთელ საქართველოს, განვითარების პერსპექტივა, პასუხი არ აქვს; როგორ დააბრუნებს ქალაქიდან (ისევე, როგორც ქვეყნიდან) წასულ ასობით დედას მარტო დატოვებულ ასობით შვილთან და რას შესთავაზებს მათ, სამშობლოში დაბრუნებულებს, პასუხი არ აქვს. -საკუთარ ქვეყანაში რომ დაიპარები და ადამიანებს ემალები - დასასრულის დასაწყისია ეს. ფინალი იქნება ოქტომბერში!”, -აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ინფორმაციას "ლელო საქართველოსთვის" პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა