ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანა კორონავირუსის მეორე ტალღის დასაწყისშია, შეზღუდვები არასასიამოვნოა, თუმცა აუცილებელი

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი იული ედელშტეინი აცხადებს, რომ ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის დასაწყისშია და საზოგადოებრივ შეკრებებსა და ღონისძიებებზე შეზღუდვების ხელახალი დაწესების რეკომენდაციით გამოდის, - ამის შესახებ ინფორმაციას Timesofisrael-ი ავრცელებს.

„რა თქმა უნდა, რეკომენდაციები არასასიამოვნოა, თუმცა აუცილებელია იმისთვის, რომ საყოველთაო კარანტინი ავიცილოთ,“- განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ საჯარო სექტორის თანამშრომლების სულ მცირე 30 პროცენტი დისტანციურ რეჟიმში მუშაობდეს. მინისტრმა განაცხადა, რომ მას არ სურს, ამ კუთხით, კერძო სექტორი შეზღუდოს, თუმცა დასძინა, რომ დამსაქმებლებმა თანამშრომლებს შინიდან მუშაობის საშუალება უნდა მისცენ.

ცნობისათვის, ისრაელში გასული კვირის ხუთშაბათს კორონავირუსის რეკორდული დღიური რაოდენობა - 600-ზე მეტი შემთხვევა- დადასტურდა. მომდევნო დღეებში ეს მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა და კვირას კოვიდ 19-ით ინფიცირების 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ისრაელში კორონავირუსის 23 755 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 17 074 და დაღუპულია 318 ადამიანი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს