ბრაზილიაში კორონავირუსის 30 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 552 ადამიანი

ბრაზილიაში კორონავირუსის 30 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა რიცხვმა ჯამში 1 344 143-ს მიაღწია. გასულ 24 საათში, ვირუსს კიდევ 552 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლთა რიცხვი ამ დროისთვის მთლიანობაში 57 622-ს შეადგენს. ინფორმაციას „როიტერი“ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, ვირუსისგან 733 848 პაციენტი განიკურნა. ყველაზე მეტი შემთხვევა სან-პაულოს შტატში ფიქსირდება, შემდეგ არის რიო-დე-ჟანეირო.

ბრაზილია, აშშ-ის შემდეგ, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით, მეორე ადგილზეა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო